აჭარის მთავრობის მეთაურის ცვლილება არჩილ
ხაბაძის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირდებოდა,
აჭარის მთავრობის მეთაურის ცვლილება
არჩილ ხაბაძის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირდებოდა, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის
მთავრობის ახალ თავმჯდომარეს წარმატება უსურვა მის
წინამორბედს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა
გადაუხადა.
„მინდა, წარმატება
ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს.
მან ძალიან ეფექტურად დაიწყო მუაობა აჭარაში. ზურაბ პატარაძე გახლავთ
ყოფილი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი
დიპლომატიის. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის
თავმჯდომარე იქნება. არჩილ ხაბაძეს კი, არჩევნებთან დაკავშირებით
მოუწევს საარჩევნო პროცესში ჩართვა. მინდა, მადლობა გადავუხადო მას და
წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე, არჩევნების პროცესში,
რაც ასევე მნიშვნელოვანია“,-განაცხადა გიორგი
კვირიკაშვილმა.