კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
რეფერენდუმი ქორწინების შესახებ

გსურთ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა?

დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს ამ საკითხზე, საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც საინიციატივო ჯგუფმა 224 000   ხელმოწერა უკვე გადაუგზავნა.

რას აპირებს გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ცესკოდან  მიიღეს რეფერენდუმის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, თუმცა რას გადაწყვეტს საქართველოს პრეზიდენტი ჯერ უცნობია.

გიორგი მარგველაშვილი, რიოში იმყოფება და მისი პოზიციის შესახებ სავარაუდოდ დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

დღეს სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ  იმისათვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდეს, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება ზეწოლა სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან.  კონკრეტულად სანდრო ბრეგაძეს არავინ დაუსახელებია.

ვიდრე პრეზიდენტის პოზიციას შევიტყობთ უკვე ვიცით, რომ მთავრობაში რეფერენდუმის ჩატარებას ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ფიქრობენ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ქორწინების საკითხი ისედაც ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება.

რაც შეეხება საპარალმენტო უმრავლეობის აზრს, ამ თემაზე დღეს, მანანა კობახიძემ ისაუბრა. ვიცე სპიკერი ამბობს, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, შესაბამისად მისი დაკონკრეტება აუცილებელია. მანანა კობახიძემ გაიხსენა, რომ კონსტიტუციაში, მსგავსი ჩანაწერის ინიციატორი თავიდანვე „ქართული ოცნება“ იყო, თუმცა მაშინ პარლამენტში ეს საკითხი ჩავარდა.

კონსტიტუციონალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ რეფერენდუმის ჩატარება ამ თემაზე მიზანშეწონილი არ არის და ამას თავისი მიზეზებიც აქვს.

ერთ-ერთი არის ის, რომ კონსტიტუციით უკვე დარეგულიერებული საკითხის რეფერენდუმზე გატანა არ შეიძლება.

ცესკოში სანდრო ბრეგაძემ და საინიციატივო ჯგუფმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით 224 000 ხელმოწერა რამდენიმე დღის წინ შეიტანა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი შესაბამისი დოკუმენტები პრეზიდენტს გადაუგზავნა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები