რამდენმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გაირა
რეგისტრაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და
გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე, ახალი პოლიტიკური
კოალიცია.
“ მაესტროს" ინფორმაციით, "ახალი
მემარჯვენეები", გიორგი ვაშაძის პარტია "ახალი საქართველო" და
ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი საერთო საარჩევნო ბლოკს ქმნიან, თუმცა
შესაძლოა კოალიციის შემადგენელთა რიცხვი გაიზარდოს,
დასავლური ორიენტაცია და
ეკონომიკური ხედვების თანხვედრა არის მთავარი საკითხები, რაც ახალი
პოლიტიკური კოალიციის შემადგენლობას განსაზღვრავს.
დამფუძნებლების განმარტებით,
გამორიცხულია კოალიციაში ისეთი ძალები მოხვდნენ, რომლებიც პროდასავლურ
კურსს მკაფიოდ არ უჭერენ მხარს.
“ნაციონალური მოძრაობიდან” წასული
გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე აცხადებენ, რომ საპარლამენტო
არჩევნებში მსგავსი ფორმატით მონაწილეობა არასაპარლამენტო
პარტიებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.
ახალი საარჩევნო ბლოკის
ფორმირება ფინალურ ეტაპზეა. “ახალი მემარჯვენეები” კოალიციის ყველა
წევრის ვინაობის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
არსებული ინფორმაციით,
კონსულტაციები უახლოეს დღეებში დასრულდება. სავარაუდოდ კვირის ბოლოს
უკვე ცნობილი გახდება ახალი საარჩევნო ბლოკის სრული შემადგენბლობა და
ერთიანი საარჩევნო კამპანიის დეტალები.
საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები 8 ოქტომბერს, ჩატარდება.
პარტიების უმეტესობას რეგისტრაცია
უკვე გავლილი აქვს, ნაწილი კი რეგისტრაციის გავლის პროცესშია.
არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს არჩევნებში
მონაწილეობისთვის 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერაც
სჭირდებათ.