ვინ არის, საკონსტიტუციო რევოლუციის
სცენარის ავტორი და ვინ ცდილობს, გამოიყენოს მართლმსაჯულება
კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გასატარებლად.
ბესელია ვოლსკის საგანგებო
ბრიფინგი დღეს, სწორედ, სასამართლო სისტემაში არსებულ საკითხებს
მიეძღვნა.
რამდენიმე გარემოების
გათვალისწინებით, უწოდეს მმართველ გუნდში სასამართლოს ირგვლივ
განვითარებულ მოვლენებს, საკონსტიტუციო რევოლუციის
მცდელობა.
გია ვოლსკის განცხადებით, ამ
პროცესებით ჩანს, რომ მოსამართლეების ნაწილსა და „ნაციონალურ
მოძრაობას“ შორის ფარული კოსპირაციული ურთიერთობები
არსებობს.
სამართლებრივ ასპექტებზე, ეკა
ბესელიამ ისაუბრა, მან განსაკუთრებული აქცენტი სარჩელების
ჩანაცვლებაზე გააკეთა. დეპუტატი მოსამართლეების ნაწილს,
„ნაციონალებთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.
მეორე საკითხი, რაზეც ასევე
ყურადღება გაამახვილდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შედგენილ
საკონსტიტუციო სარჩელებს ეხება და დეპუტატის განმარტებით, ისინი
ეწერება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კოლეგიას, რომლის შემადგენლობაში
„ნაციონალებთან“ დაახლოებული მოსამართლეები არიან.
უმრავლესობის წევრმა
სტატისტიკაზეც ისაუბრა და დაინტერესდა რატომ არ განხილულა, ამ
დრომდე, 2013- 2014 წლებში შეტანილი სარჩელები. მაშინ, როდესაც
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ყოფილი მაღალჩინოსნების
სარჩელის განხილვას რამდენიმე თვე დასჭირდა. სწორედ ამ გარემოებებიდან
გამომდინარე, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იგეგმებოდა
საკონსტიტუციო რევოლუცია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“
ბრალდებას, საკონსტიტუციო რევოლუციის მცდელობასთან, დაკავშირებით
აბსურდი უწოდეს.
„თავისუფალი დემოკრატები“
ხელისუფლებას მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და
პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო
სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების პირად კონტროლზე
აყვანისკენ მოუწოდებენ.
საკონტიტუცოო სასამართლოს
მოსამართლები, კომენტარს არ აკეთებენ. მათ არს სურთ პოლიტიკურ
განცხადებებს უპასუხონ.