"ნაციონალურ მოძრაობასთან"
პოლიტიკურად გაყრილი ყოფილი წევრები, ერთ კოალიციაში - საარჩევნოდ
ახალი პოლიტიკური ბლოკი იქმნება.
"მაესტროს" ინფორმაციით,
„გირჩი“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო,“ „ახალ
მემარჯვენეებთან“ და კიდევ რამდენიმე პოლიტკურ ძალასთან
ერთად საპარლამენტო მანდატებისთვის ერთად იბრძოლებენ.
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
და ახალ კოალიციას, საზოგადოებას უახლოეს დღეებში
წარუდგენენ.
"გირჩი" , გიორგი ვაშაძის „ახალი
საქართველო“ და ახალი მემარჯვენეები“ - ეს ახალი პოლიტიკური
კოალიციის არასრული შემადგენლობაა.
გაერთიანების პრეზენტაციამდე
ირკვევა, რომ გაერთიანების წევრებს, იდენტური პროდასავლური ხედვები
ექნებათ.
"ნაციონალური მოძრაობიდან"
წასულები და ცალ-ცალკე ძალებად წარმოდგენილი პოლიტიკოსები
ამბობენ, რომ ახალ ფორმატში თანამშრომლობა უხერხულობას არ შეუქმნით,
რადგან ახალ კოალიციას, კონკრეტული ამოცანები და ხედვები
ექნება, რომლებსაც თითოეული წევრი იზიარებს.
გარდა საგარეო კურსისა, ახალი
პოლიტიკური კოალიციის წევრებს, ქვეყნის ეკონომიკის
განვითარების ერთიანი ხედვაც ექნებათ. ჯერჯერობით არ არის შეჯერებული,
რა პრინციპით გადაინაწილებენ, მაჟორიტარულ ოლქებს და საარჩევნო სიაში
ქვოტების რაოდენობას.
არსებული მონაცემებით, 2016 წლის
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 62-მა პოლიტიკურმა
პარტიამ გამოთქვა. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს 31 პარტიას, 4
პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, დანარჩენი კი რეგისტრაციის
პროცესშია.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
8 ოქტომბერს, ტარდება. არასაპარლამენტო ოპოზიციის ახალი პოლიტიკური
კოალიციის ოფიციალური პრეზენტაცია კი მიმდინარე კვირის ბოლომდე
იგეგმება.