კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ოდესის გუბერნატორი კანდიდატების წარდგენაზე

თანამედროვე ტექნოლგიები ყოფილ პრეზიდენტს, საშუალებას აძლევს საქართველოში მიმდინარე პროცესებს არა მხოლოდ თვალი ადევნოს, არამედ მონაწილეობაც მიიღოს.

სამი დღის წინ ბათუმელებს მაჟორიტარობის კანდიდატები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოდესის გუბერნატორთან ერთად წარუდგინა. არასამთავრობო ორგანიზაციები დარღვევაზე მიუთითებენ, რადგან საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

„ახალგაზრდა იურისტა ასოციაციამ“ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას, ხოლო სამართლიანმა არჩევნებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

ორგანიზაცია აგიტაციასთან ერთად კომისიის წევრებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შესწავლასაც სთხოვს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ყოფილი პრეზიდენტიც ფიქრობენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არ დაურღვევიათ.

თუკი ცესკოსა და უსკოს საოლქო საარჩევნო კომისიები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დარღვევის შემთხვევას დაადგენენ, საბოლოოდ იგი სასამართლომ უნდა დაადასტუროს, ჯარიმის ოდენობა კი 200 ლარს შეადგენს.

ყოფილი პრეზიდენტს წინასაარჩევნო პორცესებში ჩარევისგან მოქმედი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მოუწოდა. მმართველი გუნდი კი, სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობას არ უშვებს.

საოლქო კომისიებს იმის დასადგენად, დააღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ოდესის გუბერნატორმა ერთი თვე აქვთ.

 

 

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები