კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
საკონსტიტუციო „რევოლუციის“ გეგმა
საკონსტიტუციო რევოლუციის მცდელობა

ჩანაცვლებული სარჩელები,გარიგებები,თაროზე შემოდებული საქმეები. ხმაურიანი  სტატისტიკა და პლენუმის გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ის რაც პაპუაშვილმა თქვა და რის გამოც ხმაური დაიწყო,  მოსამართლეებმა არ დაადასტურეს.

ამ დრომდე უცნობი რჩება რეალურად განიცდიდნენ, თუ არა მოსამართლეები ზეწოლას. სამართლებრვი საქმის პოლიტიკური რეაქცია, გაცილებით უფრო მწვავე აღმოჩნდა.

ხელისუფლებამ  ყოფილ სამთავრობო გუნდის პოლიტგეგმა გაშიფრა და საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი- ომი სარჩელებით.

რევოლუცია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით - ასე მმართველ გუნდში  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ გეგმებს უწოდეს.

გიორგი პაპუაშვილის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, უმრავლესობა პასუხს, ჩანაცვლებულ სარჩელებზე, ფარულ გარიგებებსა და თაროზე შემოდებულ საქმეებზე ითხოვს.

საგანგებო ბრიფინგზე გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. დეპუტატი ამბობს, რომ ყოფილი მმართველი გუნდი, მიზნის მიღწევას მოსამართლეებთან კოსპირაციული გარიგებებით ცდილობდა.

კითხვის ნიშნებს აჩენს სტატისტიკაც. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ აქ სარჩელის განხილვის ვადები მხოლოდ  მის პოლიტიკურ შინაარსზეა დამოკიდებული.

იურისტებისთვის გაუგებარია რატომ არ დაიწყო გიორგი პაპუაშვილმა  ჩანაცვლებულ სარჩელებთან დაკავშირებით მოკვლევა.

ადვოკატი, მირია ნიკოლაძე პასუხისმგებლობას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აკისრებს.

მმართველი გუნდის ბრალდებებს, ოპოზიაციაში სიცრუე უწოდეს. „თავისუფალი დემოკრატები“ პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, მიმდინარე მოვლენების პირად კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ.

ზეწოლა მოსმართლეებზე - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ გიორგი პაპუაშვლის ამ განცხადებით დაიწყო.

თუმცა ბრალდება, გამოკითხული 8 მოსამართლიდან არც ერთმა დადასტურა.

დღეს მოსაამართლეები კომენტარს არ აკეთებენ. მათ პოლიტიკურ ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ სურთ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები