კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
საიდუმლო ობიექტების სკანდალი

ტრისტან წითელაშვილის კონტრბრალდება

ყოფილი პოლიტპატიმარი, მიხეილ სააკაშვილს, სახელმწიფო საიდულო ინფორმაციის, რუსული სპეცსამსახურებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

წითელაშვილი, ქრონოლოგიურად იხსენებს, თუ როგორ ხდებოდა 2008 წლის, აგვისტოს ომის შედგომ 2013 წლის ჩათვლით, სტრატეგიული სამხედრო ობიექტების შესახებ  ინფორმაციის გადინება და გამოძიების სხვა მიმართულებით წარმართვა.

წითელაშვილით, მედია მას შედეგ დაინტერესდა, რაც უკრაინაში მყოფმა გიგი კალანდაძემ, ჯანელიძე - წითელაშვილის რუსეთთან კავშირზე და ოკუპანტებისთვის საიდუმლო მასალების მიწოდებაზე გააკეთა განცხადება.

დოკუმენტაცია თადაცვის სამინისტროდან შესწავლად, პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის დაზვერვის სამსახურს, საქართველოს სამხედრო სტრატეგიული გეგმის, რუქებისა და დოკუმენტების შესხებ ინფორმაცია ჰქონდა.

სახელმწიფო საიდუმლოების გადინება შემდეგ წლებშიც  გაგრძელდა- ეს ტრისტან წითელაშვილმა დღეს, “მაესტროსთან” განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, გიგი კალანდაძის მიერ სამშობლოს ღალატში დადანაშაულებული ყოფილი პოლიტპატიმარი, აგენტურაში თავად კალანდაძეს, მიხეილ სააკაშვილს და ყოფილი ხელისუფლების სხვა წევრებს ადანაშაულებს.

2013 წელს, მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე 23 დღით ადრე, საფორტიფიკაციო ნაგებობებთან, ვიდეომიმართვა ჩაწერა. ყოფილმა პრეზიდენტმა, მაშინ აღნიშნა, რომ ბეტონის ბუნკერები და სამალავები აღარ იყო საიდუმლო, რადგან მათ შესახებ რუსეთს ინფორმაცია უკვე ჰქონდა.
კადრებში ჩანს თხრილები და გზა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში ასაიდუმლოვებდა

გიგი კალნდაძესთან დაკავშირება "მაესტრომ" დღეს ვერ შეძლო.

ტრისტან წითელაშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა, გენშტაბის უფროსის, ნებართვით ჟურნალისტები სხვა ტერიტორიებზეც შეიყვანა. პოლკოვნიკი წითელაშვილი აცხადებს, რომ მინდია ჯანელიძესთან სწორედ, გიგი კალანდაძის პოსტზე ყოფნის პერიოდში, თავდაცვის სამინისტროდან გაფლანგული მილიონების საკითხის გარკვევაზე თანამშრომლობდა. ობიექტზეც ტექნიკის აღწერის მიზნით შევიდა.

ტრისტან წითელაშვილი, პროკურატურის ახალ დეპარტამენტს, ამ საკითხის გამოძიებას ურჩევს და დოკუმენტების გადაცემას გეგმავს.
მთავარი პროკურატურა კი, მოკვლევას ამ ეტაპზე, კალანდაძის საჯარო განცხადების საფუძველზე იწყებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები