ე.წ “შავ ბაზარში” მომხდარ
ხანძარში მეწილეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ე.წ “შავ ბაზარში” მომხდარ
ხანძარში მეწილეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ზესტაფონში ბაზრის ტერიტორიაზე
1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები
დაიწვა.
18 წლის წინ მეწილეებს შორის
დაწყებული დავა ახლა უკვე სასამართლოში გრძელდება. ცეცხლის გაჩენის
მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაზარალებულები და მეწილეები,
ხანძრის ხელოვნურად გაჩენაზე საუბრობენ.
რამ გამოიწვია ზესტაფონის ბაზარში
ხანძარი ამას გამოძიება დაადგენს, მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ,
სავაჭრო ტერიტორიის დირქეტორი და ერთ- ერთი მეწილე კი, ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ - ურთიერთბრალდებები ხანძრის განზრახ გაჩენის
კონტექსტში ისმოდა .
ბაზრის დირექტორი, ბრალდებებს
საკრებულოს თავმჯდომარესაც უყენებს და აცხადებს, რომ ტერიტორიის
მისაკუთრება, სახელმწიფო მოხელეებთან დაახლოებულ პირებსაც
სურდა.
შესაძლო გარიგების შესახებ
ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე.
ბრალდებების ადრესატი, თავად
დირექტორიც გახდა - მოვაჭრეები, ცეზარ მაღლაკელიძის მუქარას
იხსენებენ.
სავაჭრო ობიექტის დიდი
ნაწილი განადგურებულია- ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კი
ამ წუთებშიც მიდინარეობს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია მილიონ
ლარზე.
გარემოვაჭრეებს, პროდუქცია
დაზღვეული არ ჰქონდათ შესამამისად, რთული სათქმელია ვინ დაეხმარება
შემოსავლის გარეშე დარჩენილებს. ასევე უცნობია, ვინ
უზრუნველყოფს, ე.წ შავი ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.