კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები
პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებით გასული წლების მსგავსად, ამჯერადაც ლიდერი „ქართული ოცნებაა“.

ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა მმართველ პარტიას 3 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.  შემომწირველებს შორის არიან ექიმები და ბიზნესმენები.

ივნისში „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების პრეზიდენტმა ვახტანგ ქორიძემ. 120 000 ლარი გადარიცხა კახური  ტრადციული მეღვინეობის კომპანიამ.

ივნისისა და ივლისის თვის მონაცემებით, მეორე ადგილს, არ თმობს სამის თვის წინ შექმნილი პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“.

ბიზნესმენების გარდა პარტიას,  60 ათასი ლარი  შეწირა პარტიის წევრმა და ექიმმა ლადო კახაძემ. პარტიას ორ თვეში მილიონზე მეტი გადაურიცხეს.

ივნისში სამეულში მოხვდა ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“. მათ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა 174 000  ლარზე მეტი ჩაურიცხეს, თუმცა გასულ თვეს, ინაშვილის შემოწირულობებს ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“გადაასწრეს, ივლისში პარტიამ 195 000 ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო.

სოლიდური თანხებით, მეექვსე ადგილს იკავებენ ახალი პოლიტიკური გაერთიანებები „გირჩი“ და „ახალი საქართველო“.

წინა წლებთან განსხვავებით, პოზიციების დათმობა მოუხდა ყოფილ მმართველ გუნდს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ორ თვეში მეხუთედან მერვე ადგილზე გადაინაცვალა. ჯამში პარტიას 90 ათასი ლარი შეწირეს.

კონკრეტულ დარღვევებზე არა, თუმცა კითხვის ნიშნებზე საუბრობენ აუდიტის სამსახურში. უწყებამ 40- ზე მეტი შემომწირველი დაიბარა ივნისში, დაკითხვაზე დაბარებულია კიდევ 20 პირი.

ყველაზე მცირე შემოწირულობა ორი თვეში „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო- 25 და 40 ლარი,  პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ გადარიცხა.

თუმცა ამავე პარტიის წევრმა ბეჟან გუნავამ „პატრიოტთა ალიანსს“ ივლისში 49 000 ლარზე მეტი გადაურიცხა.

ბოლო ორ თვეში 18 პოლიტიკური პარტიის შემოწირულობამ საერთო ჯამში 5 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები