კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
დავით ნარმანია ნასაგურის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მერმა   სამგორის რაიონის გამგებელთან, ერთად თბილისს შემოერთებულ   სოფელ ნასაგურში -- დასრულებული საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. “სოფელ ნასაგურში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ, გაკეთდა 10 შიდა ქუჩა, ბავშვებისთვის მოეწყო სათამაშო მოედანი, იწმინდება სანიაღვრე სისტემა, მიმდინარეობს ხეების სხვლა-ფორმირება და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იმისათვის, რომ დასახლება კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს. ნასაგურის დასახლებაში ცხოვრება ადგილობრივთათვის ახლა გაცილებით კომფორტულია და გაუმჯობესებულია საცხოვრებელი პირობები,“- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სამგორის რაიონის გამგეობის მიერ, სოფელ ნასაგურში განხორციელდა შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა ნაძვის ქუჩის, გურამ რჩეულიშვილის, ივანე მაჩაბლის, სამგორის ქუჩის, სააკაძის, ხეივნის ქუჩის და ხეივნის ქუჩის I და II ჩიხების, ეკლესიის გზისა და ნაძვების ქუჩის რეაბილიტაცია. ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყო ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს. საერთო ჯამში, დაიგო 16808 კვ. მეტრი ასფალტის საფარი, რომლის ღირებულებამაც 785 07217 ლარი შეადგინა. ნასაგურის ტერიტორიაზე, ასევე, შეიღება გარე-განათების ბოძები, შეკეთდა სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა და გადაიბელა ხეები.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები