კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
რეკრუტებმა ფიცი დადეს
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა.
რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა.
„თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და ქვეყნისთვის ჩემთვისაც ფიცის დადების ცერემონიაა. ასევე, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების და ოჯახების მიმართ - ღირსეული მშობლების შვილები და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - მიმართა ლევან იზორიამ რეკრუტებს და ქვეყნის სამსახურის სათანადოდ შესრულებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
”მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან. მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები“, - განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრუტებმა საჯარისო წესდებები, კავშირგაბმულობა და სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. ასევე, სამწყობრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო, ფიზიკური და სამხედრო საინჟინრო მომზადება გაიარეს.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა ამერიკელი ინსტრუქტრებით დაკომპლექტებული საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი 2011 წელს საწყისი ჩამოყალიბდა. გასულ წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები