კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ეკონომიკური ფორუმის შედეგები
საქართველოს  ეკონომიკური გავითარების ფორუმი დასრულდა,. ორ  დღიან ღონისძიებაში მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი მონაწილეობდნენ.

შეხვედრას მთავრობის, კერძო სექტორის და უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იყო კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევები თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნეს და ეკონომიკური გარემოს გასაუმჯობესებლად.


2  დღიან ღონისძიებაზე მოწვეული ეკონომისტები  დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ პროცესებს და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ.

დანი როდრიკმა თბილისში გამართული ღონისძიების მონაწილეებს  საერთშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ კვლევები გაუზიარა. გაიმართა დისკუსია სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან. ეკონომისტი, ჩვენთან ინტერვიუში , ფორუმს ნაყოფიერად აფასებს და საქართველოს დადებითი შთაბეჭდილებებით ტოვებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მან მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დეტალებზე ისაუბრა, რომელის მიზანიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაა. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ იგი ეკონომიკურ გუნდთან ერთად, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობისთვის და განიხილავს სხვადასხვა ეკონომიკური კეთილდღეობის  მოდელებს. 

საქართველოს განვითარების ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამრეწველო პალატების წარმომადგენლებთან.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები