არასებული ტერორისტული აქტის მთავარი
პერსონაჟის საქმის განხილვა გრძელდება.
ელბერტ კობერიძის დაკავების
საქმეზე ბრალდების მოწმე დაიკითხა, იგი იმ ეპიზოდს იხსენებს ,
რომელშიც უშუალოდ ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობა
იკვეთება.
თვითმხილველმა სასამართლოს უთხრა
რომ, ამ პროცესში მეგის გარდავა, გიგი კალანდაძე და დათა ახალაია
მონაწილეობდნენ. ვის კაბინეტში დაიგეგმა კობერიძის წამება და რატომ
გახდა ენგურს გაღმა მცხოვრები პენსიონერი წამების
მსხვერპლი.
2012 წელს, გალიდან ზუგდიდში
პენსიის ასაღებად გადმოსული ელბერტ კობერიძე, ტერორისტული აქტის
განხორციელების ბრალდებით დააკვეს.
ადვოკატი იხსენებს, რომ მეორე
დღეს თავზე ტომარა ჩამოცმული კობერიძე
თბილისში, სამხედრო პოლიციაში ჩამოიყვანეს, არაერთხელ
შეასხურეს მხუთავი აირი და სასტიკად აწამეს.
ის, რასაც უფლებადამცველი
გვიყვება, სასამართლოს მოწმემ დაუდასტურა. სამხედრო პოლიციის
ყოფილმა თანამშრომელმა ჩვენება უკვე მისცა.
საქმე პროკურატურამ ერთი წლის წინ
გახსნა. დაზარალებულს არც მაშინ და არც დღეს მედიასთან აუბარი არ
სურს.
ელბერტ კობერიძის წამების საქმეში
დამნაშავედ სცნეს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია,
გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის ყოფილი
უფროსი მეგის ქარდავა, კუდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი,
გიორგი სამუშია კი, მოსმართლემ 15 000 ლარის სანსაცვლოდ გაათავისუფლა.
არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ სცნობს.
საქმეში დამნაშავეებად ცნობილი
დათა ახალია და მეგის ქარდავა 2012 წლიდან ძებნაში
იმყოფებიან.
საქართველოდან უკრაინაში
საცხოვრებლად გადავიდა გიგი კალანდაძე.
ელბერტ კობერიცის ცემის ფაქტზე
ციხეში წარედგინა ბრალი რომან შამათავას, რომელიც, სასჯელს სხვა
საქმეზეც იხდის. ელბერტ კობერიძის წამების საქმეს სასამართლო 9
აგვისტოს დაუბრუნდება.