არიან თუ არა „ნორჩი ლენინელები“ და „ნორჩი სტალინელები“ ქართული
„ოცნების“ განახლებულ შემადგენლობაში?
არიან თუ არა „ნორჩი ლენინელები“ და „ნორჩი
სტალინელები“ ქართული „ოცნების“ განახლებულ
შემადგენლობაში?
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი
„მაესტროს“ ეთერში ამბობს, რომ მმართველი გუნდი ისევ ასეთი ტიპის,
კადრებით კომპლექტდება.
მსგავსი განცხადებები „რესპუბლიკელების“ მხრიდან
არაერთხელ გაკეთდა , თუმცა მაშინ გზავნილს კონკრეტული ადრესატი
ჰყავდა. ვის გულისხმობს უსუფაშვილი დღეს? ამ კითხვაზე პასუხი ისევ
მთავარ ინტრიგად რჩება.
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 21ე საუკუნის ქართულ
პოლიტიკაში ისევ აქტუალურია.
საბჭოთა რევოლუციონერი დღეს,
„რესპუბლიკელებისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირების მიზეზი
კიდევ ერთხელ ხდება.
დავით უსუფაშვილი საბჭოთა ნოსტალგიით
შეპყრობილ კადრებს ოცნების ახალ რიგებშიც ხედავს.
ასეთი განცხადებები რესპუბლიეკლბის მხრიდან უკვე
არაერთხელ გაკეთდა, თუმცა მაშინ გზავნილს კონკრეტული ადრესატები
ჰყავდა. ვის გულისხმობს მთავარი კანონმდებელი დღეს ყველასთვის
უცნობია. თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ უსუფაშვილის ეს განცხადება
მხოლოდ პოლიტიკურ გაყრას უკავშირდება.
„რესპუბლიკელების“ ლიდერი ნათქვამი მისივე
თანაპარტიელებისთვისაც ბუნდოვანია. მაგრამ ფაქტია, რომ
უსუფაშვილის გუნდი „ქართული ოცნების“ არსებული შემადგენლობით
უკმაყოფილოა.