კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
„ოდეერის“ ინსტიტუტი
ე.წ.“ოდეერის“ ინსტიტუტის საკითხი ისევ აქტუალურია

ტელეკომპანია „იმედის“  გადაცემა პოლიტიკაში  თვდაცვის ახლმა მინისტრმა განაცხადა,   რომ ე.წ.ი  „ოდეერები“  აღარ არსებობენ და სხვადასხვა უწყებებში  სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები  არიან.

ლევან იზორია ამტკიცებს,  რომ ეს პრაქტიკა ნებაყოფლობითია   და ის საქართველოს პარტნიორ ქვეყნებშიც   აპრობირებულია.
მოქმედი რეზერვის ოფიცრის ანუ, ე.წ „ოდეერის“ ინსტიტუტის შესახებ ახსნა-განმარტებების გაკეთება ლევან იზორიას ახალ პოსტზე თავდაცვის მისნიტრის რანგშიც მოუხდა.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ყოფილი მოადგილე საბჭოთა კავშირის დროინდელი ინსტიტუტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

მინისტრის განცხადება გასულ წელს, მიღებული კანონის დახმარებით განმარტა უმრავლესობის დეპუტატმა.

გია ვოლსკი ამბობს, რომ გარკვეულ უწყებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ყოფნა საჭიროა და ის ნებაყოფლობითია.

თავდაცვის მინისტრის განცხადებას, არაადეკვატურს უწოდებენ ოპოზიციაში. ამბობენ იმასაც, რომ ლევან იზორიამ ე,წ „ოდეერების“ არსებობა  სხვდასხვა უწყებებში  კიდევ ერთელ დაადასტურა.

უსფრთხოების ოფიცრებსა და ე.წ „ოდეერებს“ შორის განსხვავებას მხოლოდ სახელწოდებებში ხედავს მესმე სექტორი.

ამბობენ, რომ  საკითხზე წლების განმავლობაში დაგროვილი კითხვები ისევ პასაუხგაუცემელია.

ე.წ „ოდეერების“ ინსტიტუტი ერთ -ერთი მთავარი პრობლემაა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონით უკვე რეგულირდება  უსაფრთხოების ოფიცრების საქმიანობა,  ე.წ  „ოდეერების“ ინსტიტუტზე რამდენიმე თვის წინ, ღიად საუბრობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც და სტუდენტებიც.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები