კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
„ოცნების“ კანდიდატების წარდგენა ახალციხეში
„ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ენზელ მკოიანი, ხოლო ბორჯომსა და ასპინძაში გედევან ფოფხაძე იქნება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთში ისტორიულ-კულტურული ძეგლების, როგორც განსაკუთრებული საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ვარძია, რომელიც ჩვენი სიამაყეა, ჩვენგან სასწრაფო შველას ითხოვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ „ქართუ“ ფონდის დახმარებით ვარძიის გადარჩენის პროგრამა, უკვე მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩატარებული. ასევე დავიწყეთ და დავასრულეთ საფარის მონასტერთან მიმავალი გზა. სამცხე-ჯავახეთში ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ძეგლის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები დავიწყეთ, და ეს გაგრძელდება.

გარდა ამ ძეგლებისა, საერთაშორისო მნიშვნელობის ისეთი უნიკალური კურორტები, როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი და აბასთუმანი ზრდის ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას და, შესაბამისად, სტუმრებისა და ტურისტების რაოდენობას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლებამ ტურიზმი სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა, რომელიც 27-მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები