ბაზა რომელზეც ტრისტან
წიტელაშვილი შევიდა საიდუმლო იყო.
ბაზა რომელზეც
ტრისტან წიტელაშვილი შევიდა საიდუმლო
იყო.
ამის შესახებ
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს. თინათინ
ხიდაშელი კატეგორიულად არ ეთანხმება ლევან იზორიასა და მინდია
ჯანელიძის განცხადებებს და აცხადებს, რომ მომხდარი ფაქტი არ იყო
სარეჟიმო წესის დარღვევა.
ლევან იზორია აცხადებს,
რომ საიდუმლო ობიექტზე წითელაშვილის შესვლის
საკითხზე პროკურატურისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდება
გრძელდება.
ტრისტან
წიტელაშვილის საიდუმლო ბაზებზე შესვლის
შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა,
ამ ცნობის მიხედვით, წიტელაშვილმა საიდუმლო
ბაზაზე შესვლა, ჯანელიძის
მინისტრობის დროს გენინსპექციის თანამშრომელ
გოდერძი ორმოცაძის დახმარებით შეძლო.
ამავე ინფორმაციის
თანახმად, წიტელაშვილმა საიდუმლო ობიექტები გადაიღო
. შემდეგ კი სხვა ქვეყნის სპეც-სამსახურებს
მიაწოდა. ამ თემაზე განმარტება მაშინდელმა
თავდაცვის მინისტრმაც გააკეთა და თქვა, რომ
წითელაშვილი მართლაც იყო სამხედრო ბაზაზე თუმცა ეს
ბაზა საიდუმლო არ ყოფილა