შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი
გამორჩეული ეპიზოდია.
11აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის
მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე
ქვეითი ბრიგადა, რუსულ ბატალიონს დაუპირისპირდა. უთანასწორო ბრძოლაში,
17 სამხედრო მოსამსახურე, ადგილზე დაიღუპა. ეს არის კადრები, რომელიც
არქივში ინახება.
ამ ბრძოლიდან 8 წელი გადის. შინდისის 17 გმირების
მემორიალი ამ დრომდე ვერ დასრულდა. მიზეზი ფინანსების
არარსებობაამოქანდაკე
ნუგზარ ჭავჭავაძე უკვე მეხუთე წელია, რაც შინდისის გმირების
მემორიალზე მუშაობს. 12 მეტრიანი მონუმენტი ავჭალაში, ნუგზარ
ჭავჭავაძის ეზოში დგას. შინდისის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად
მოქანდაკემ 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შექმნა. თუმცა,
უსახსრობის გამო, მუშაობა ვერ
სრულდება.
პროექტის ღირებულება 850 ათასს ლარს შეადგენს.
თუმცა, ეს თანხა არც ენთუზიაზსტ მოქანდაქეს და არც დაღუპული გმირების
ოჯახებს აქვთ. კერძო პირების მიერ მცირედი დახმარება კი, ამ
საქმის დასასრულებად არ კმარა.
როგორც მოქანდაკე ამბობს,
დაფინანსების შემთხვევაში, მემორიალზე მუშაობას ერთ წელში დაასრულებს
და მომავალ 8 აგვისტოს, შინდისში მისულ ჭირისუფალს 17-ვე გმირის
ძეგლი დაგხვდება. თუმცა, იქამდე საჭიროა დაფინანსების
მოპოვება.