გმირები უახლესი ისტორიიდან.-რვა წელი გიორგი
ანწუხელიძის დაღუპვიდან და რვა წელი შვილის
დაბადებიდან.
„მაესტრო“ ეროვნული გმირის ოჯახს
სტურობდა, სადაც მისი მეუღლე და ორი შვილი ცხოვრობს.
ომის შვილები, საქართველოში
სამწუხაროდ მრავლად არიან, თუმცა მათ იციან ისტორიები გმირების
შესახებ.
„ 2008 წელმა ბევრი რამე შეცვალა
ჩვენ ცხოვრებაში, რთულია გიორგის გარეშე ცხოვრება თუმცა უნდა
შევეგუიოთ, სხვა გზა არ გვაქვს“,-ამბობს „მაესტროსთან“ საუბარში
ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა
ჩიკვილაძე.
მაკა ჩიკვილაძე ამ მდგომარეობას
უკვე რვა წელია ეგუება. ის შვილებთან ლევანთან და ანასთან ერთად
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ხშირად დადის.
მცდელობის მიუხედავად, გიორგის
გარეშე , ახალი ცხოვრების დაწყება ურთულდება. რვა წლის წინ ქმარი
გვერდით ყავდა, დღეს კი მხოლოდ მისი ჯილდოები და ნივთები
დარჩა.
ლევანი, მამის გარდაცვალებისას 10
თვის იყო, ანა კი, შემდეგ დაიბადა. მათთვის მამა მხოლოდ ფოტოებში
არსებობს. ბევრს არ საუბრობენ, თუმცა მამის გმირობის ისტორია უკვე
კარგად იციან.
ლევანის და ანას მსგავსად,
აგვისტოს ომის შემდეგ მამის გარეშე ცხოვრობენ გიგი და ზაზა
სოფრომაძეები. უშანგი სოფრომაძე, პირველი ქვეითი ბრიგადის სატანკო
ბატალიონში მსახურობდა და ომის დროს სატანკო ეკიპაჟს ხელმძღვანელობდა.
მისი დაღუპვის დროს გიგი სამი წლის იყო, ზაზა კი წლინახევრის. მამის
საფლავზე მოსულ ადამიანებს, ახალ სწორედ ისინი ხვდებიან.
რუსეთ საქართველოს ომის დროს
მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა, 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ოჯახის წევრებთან ერთად , მათ გმირების სახელები და ისტორიები
დატოვეს. ამ ისტორიებს კი სწორედ ეს ბავშვები, ომის შვილები
ინახავენ, რათა ყველას მოუყვნენ, საკუთარი მამების,ბიძების და
ძმების შესახებ. რადგან ტკივილთან ერთად მოგონებებს სიხარულიც
მოაქვს.