კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
აგვისტოს ომის რეზერვისტები
აგვისტოს 5 დღე და რეზერვი- რვა წლის შემდეგ

საზოგადოების ნაწილს ისევ აინტერესებს რატომ გაიწვიეს სამშობლოს დასაცავად საბრძოლო გამოცდილების  არმქონე ახალგაზრდები.

ვინ დაუშვა შეცდომა მაშინდელმა პრეზიდენტმა თუ თავდაცვის სამინისტრომ .

,,სახალხო ლაშქრის“ წევრები,  იმ ხარვეზებზე მიანიშნებენ, რის გამოც ათი რეზერვისტი დაიღუპა.

ზურა იაშვილი, აგვისტოს ომის დროს რეზერვისტი იყო. ის დღეს, ომის რამდენიმე მისთვის მოულოდნელ დღეს იხსენებს. ამბობს, რომ 2ჯერ შეკრებაზეც იყო და საბაზისო მომზადებაც გაიარა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. მიაჩნია,რეზერვი, რომ  უფრო ქმედითი ყოფილიყო, შერჩევისას მეტი სიმკაცრე იყო საჭირო.

„სახალხო ლაშქარს“ 36 წლის ლევან ლაშქარაშვილიც წარმოადგენდა. წინასწარ იცოდა, რომ  მხოლოდ სამხედროების მიერ დაკავებული ტერიტორიები უნდა გაემაგრებინა, თუმცა 8 წლის შემდეგ რეზერვისტი, უყურადღებობასა და ინფორმაციულ ვაკუუმზე აკეთებს აქცენტს.

თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე  იმჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა რეზერვისტების ენერგიის სწორად  გამოყენება,

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს, რეზერვში 12120 ადამიანი ირიცხებოდა, აგვისტოს ომში  დაახლოებით 12 000  მონაწილეობდა, 10 მათგანი კი ბრძოლის დროს დაიღუპა.

5 დღიან ომს საქართველოს 408 მოქალაქე ემსხვერპლა. მათან 224 მშვიდობიანი მოქალაქე იყო, 14 პოლიციელი, 170 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები