კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
აგვისტოს ომის გამოძიება

არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ 2008 წლის კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს

ამბობს პროკურორი ფატუ ბენსუდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სწორედ მის ოფისს,   მისცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.

პროკურორმა სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა.  იგი თბილისსაც სტუმრობდა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ჰააგის სასამართლოს დასკვნას, სავარუდოდ კიდევ რამდენიმე წელი ვერ ვიხილავთ.

გამოძიების პროცესი, რომელიც 2009  წლიდან დაიწყო პირობითად რამდენიმე ეტაპად იყოფა და ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტი  2016 წლის დასაწყისში, საქმეში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ჩართვაა.

ალეკო ცქიტიშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრს წარმოადგენს. სწორედ მას ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი ჰააგელ პროკურორებთან, რა დროსაც ცქიტიშვილმა და სხვა ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გადასცეს.

გამოძიებაში ფატუ ბენსუდას ჩართვის შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც საქმის მასალებს სწავლობს, რის შემდეგაც ისინი საქართველოშიც ჩამოვლენ და დაზარალებულებს დაკითხავენ. სავარუდოდ მომდევნო წლიდან   გამოძიება უფრო აქტიურ ფაზაში გადავა.

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, ისინი ჰააგის სასამართლოსთან ასე აქტიურად არ თანამშრომლობენ. ჯერ კიდევ ივნისში თბილისში სტუმრობისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერმა თქვა, რომ რუსეთი მონაწილეობდა წინასასამართლო გამოძიებაში. პროკურორის ოფისის წარმომადგენლებიც იყვნენ რუსეთში და აანალიზებდნენ ვითარებას.

მას შემდეგ კი რაც გამოძიება ოფიციალურად დაიწყო, რუსულ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა გამოძიების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ამ დისკუსიის დეტალებზე საჯაროდ მაშინ ჰააგის სასამართლოს პრესსპიკერმა არ ისაუბრა.

ჰააგის სასამართლომდე აგვისტოს ომის შესახებ დასკვნა ჰაიდი ტალიავინმა მოამზადა. სწორედ მის ანგარიშში ჩამოთვლილი ფაქტების გამოძიება დაიწყო მოგვიანებით ჰააგის ტრიბუნალმა. საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა გამოძიება ადგილზეც მიმდინარეობდა.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების ნაშრომი ამ თემაზე. აგვისტოს ომთან დაკავშირებით მოკვლევა თავდაცვის სამინისტრომაც ჩაატარა, თუმცა მისი დანიშნულება არა  დამნაშავის გამოვლენა, არამედ იმის დადგენა იყო რამდენად სწორად მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები