საკადრო ცვილელები
საქართველოს თადაცვაში- მინიტრის შედეგ ვინ ტოვებს პოსტს და როგორი
იქნება ლევან იზორიას თადაცვის პოლიტიკა
ახალი მინისტრის გადაწყვეტილებას
ელოდა „დელტას“ გათავისუფლებული ხელმძღვანელიც.
ეს უჩა ძოძაშვილმა “კონტაქტს”
გასულ კვირას უთხრა და ამ მიზეზით მედიასთან გამოჩენა არ ისურვა.
გუშინ გაირკვა, რომ ლევან იზორიამ გაითვალისწინა წინამორბედის რჩევა.
ეს ძოძუაშვილმა გუშინ “კონტაქტისგან” გაიგო და თქვა, რომ თავდაცვის
მინისტრისთვის არ მოუსმენია, დღეს კი ჩვენს ზარებს აღარ
უპასუხა.
„დელტას“, ყოფილი ხელმძღვანელის
აღდგენის შემთხვევაში თინა ხიდაშელი ხმაურიანი დოკუმენტების
გასაჯაროებას აანონსებდა.
უწყების კიდევ ერთი ყოფილი
ხელმძღვანელი- დიმიტრი შაშკინი ფიქრობს, რომ სისტემას არანაირი
ცვლილება არ უშველის.
სახელმწიფო სამხედრო
სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას გენერალური დირექტორის, უჩა
ძოძუაშვილის - თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის
საწინააღმდეგო სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები
გახდა.
თინა ხიდაშელმა გენერალურ
ინსპექციას მოკვლევის დაწყების თხოვნით მიმართა.
პროცესი 15 ივლისს, დასრულდა.
დასკვნა საიდუმლოა, თუმცა გენინსპექციამ „კონტაქტს“ დაუდასტურა, რომ
„დელტას“ არაეფექტური მენეჯმენტი და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის
გაუმართაობა დადგენილია.