სახალხო
დღესასწაული
პოლიტიკური
ტრადიციებით.
ახალდაქორწინებული წყვილებისთვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა
მაღალი თანამდებობის პირების დაჯარიმების საფუძველი გახდეს.
წელს, ბეშუმში, „შუამთობაზე“ არასამთავრობო სექტორისა და აუდიტის
სამსახურის ყურადღების ცენტრში გიორგი კვირიკაშვილი და ზურაბ პატარაძე
მოექცნენ.
ვინ იყიდა 2 ოქროს ბეჭედი და შეიცავს თუ არა ფაქტი ამომრჩევლის
მოსყიდვის ნიშნებს?
2-დან 1 ბეჭედი გავარკვიეთ,
რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა იყიდა და ამას ყოველწლიური ტრადიციით
ხსნიან.
ანუ, ოქროს ნივთს ყოველ წელს, „შუამთობის“ დღესასწაულზე
ახალდაქორწინებულ წყვილს გადაცემენ.
ამჯერად. მათ მიერ შესყიდული ნივთი წყვილს, აჭარის მთავრობის
თავმჯდომარემ-ზურაბ პატარაძემ გადასცა.
რაც შეეხება მეორე ბეჭედს - მისი შემსყიდველის ვინაობა ამ დრომდე
ვერ გავარკვიეთ. ხულოს მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ნივთი, რომელიც
პრემიერმა კვირიკაშვილმა ახალდაქორწინებულებს აჩუქა, მათ არ
შეუძენიათ.
ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამ თემაზე არაფერი უთქვამთ
თავად პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში.
6 აგვისტო. ბეშუმი. ახალდაქორწინებული წყვილი ტრადიციის
მიხედვით შუამთობის დღესასწაულს ესწრება. საჩუქარი ორივემ
მიიღო. ერთმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან, მეორემ კი
პრემიერ-მინისტრისგან.
პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის მეთაურის მხრიდან
კანონდარღვევაზე “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის
საერთაშორისო საზოგადოება” საუბრობს.
იყო თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა - ფაქტს აუდიტის სამსახური
სწავლობს.
იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული გამოიკვეთება, სანქციის ოდენობა
ნივთის ღირებულებაზეა დამოკიდებული.
ერთ ბეჭედში, როგორც ხულოს მუნიციპალიტეტში ამბობენ, 700 ლარი
გადაიხადეს და ეს ხარჯი ბიუჯეტში წლის დასაწყისიდან არის
გათვალისწინებული.
მათივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ შეკვეთილი ტრადიციული
საჩუქარი ამჯერად წყვილს, აჭარის მთავრობის მეთაურმა გადასცა.
ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა იყიდა ის ბეჭედიც,
რომელიც წყვილს პრემიერმა უსახსოვრა.
„შაუმთობის“ დღესასწაულზე წინასაარჩევნო პერიოდში საჩუქრების
გადაცემის პირველი შემთხვევა წელს, არ დაფიქრისრებულა.
2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახლადდაქორწინებულ წყვილს
ბეჭედი გადასცა.
აუდიტის სამსახურს, ფაქტი არ გამოუძიებია. გამოუძიებელია 2012 წლის
შემთხვევაც, როდესაც საპარლამენტო არჩვენებამდე, ცოტა ხნით ადრე
საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
ახალდაქორწინებული წყვილი დაასაჩუქრა.