ჩანიშნული შეხვედრა არ შედგა.
ავლაბრის რეზიდენციაში რეფერენდუმის ინიციატორები არ
მიიღეს.
გიორგი მარგველაშვილს,
ფიქრისთვის დრო ჯერ კიდევ აქვს, იმ შეთხვევაში თუ ქვეყნის
მთავარსარდალი რეფერენდუმს არ დანიშნავს ჯგუფი, რომელიც
კონსტიტუციაში ქალისა და მამაკაცის ქორწინების შესახებ ჩანაწერს
მოითხოვს ქუჩაში გავა.
პარალელურად რეფერენდუმის არ
დანიშვნის მომხრეთა რაოდენობაც იზრდება .
რეფერენდუმის მომხრეები ამბობენ, რომ
კონსიტუციაში ჩანაწერის გაჩენა პრევენციაა და იმისგან თავის
დაზღვევა, რომ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება არ
დაკანონდება.
ამის გამეორებას აპირებდნენ
პრეზიდენტთანაც, მაგრამ ახლა შეხვედრის ჩაშლას. საინიატივო ჯგუფი და
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთმანეთს აბრალებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო
მდივანი, სანდრო ბრეგაძის განცხადებას გულისხმობს. ყოფილმა სახელმწიფო
მოხელემ შეხვედრამდე ხუთი საათით ადრე პრეზიდენტი ასეთი არჩევანის
წინაშე დააყენს.
თუ პრეზიდენტი მათ ინიციატივას
არ დათანხდება, საინიციატივო ჯგუფი ქუჩაში რეფერენდუმის
მხარდამჭერი 200 ათასი მოქალაქის იმედად გავა.
ამასობაში ხელმომწერთა რაოდენობა
იზრდება პეტიციაზე, რომელიც რეფერენდუმსა და კონსტიტუცაიაში ჩანაწერს
ეწინააღმდეგება.
13 არასამთავრობო ორგანიზაცია
ამბობს, რომ სარეფერენდუმო კითხვის მსგავსი სახით დაყენება პირდაპირ
კავშირშია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის
მუხლებით. ის რომ ქორწინება, ქალისა და მამაკაცის ერთობაა, სამოქალქო
კოდექსი ადასტურებს.