საარჩევნო იმიჯი 2016 - მშვიდი და მზრუნველი
პოლიტიკოსები.
უფასო და ფასიანი პოლიტიკური
რეკლამები, უკვე ტელეთერშია, მესიჯები ტრადიციული და
უცვლელი. პოლიტიკური რგოლის
განსხვავებული ფორმა წელს, ელექტორატს გირჩმა შესთავაზა.
პოლიტიკოსთან ნაწილის გზავნილებმა
კი კონკურენტების გაღიზიანება გამოიწვია.
პოლიტიკური რეკლმა რომელმაც
თქვენი არჩევანი უნდა განაპირობოს .
„გირჩის“ რეკლამა:„თუ მიხვალთ არჩევნებზე და მისცემთ ხმას მიიღებთ
თქვენსას, თუ არ მიხვალთ არჩევნებზე და არ მისცემთ ხმას მიიღებთ
ბებიათქვენისას და ბაბუათქვენისას“-პოლიტიკური ანიმაცია 2016 წელს,
გირჩის საარჩევნო, სავიზიტო ბარათია.
ასე საპარლამენტო არჩევნებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ოთხეული ახალგაზრდა ელექტორატს
ეპატიჟება. პარტიამ ამომრჩევლისთვის საარჩევნო ინსტრუქციაც
დაამზადა.
გირჩის რეკლამა:
აიღეთ ფული და ხმა მოგვეცით ჩვენ, ნომერი რავარც გვეცოდინება
გაგაგებინებთ.
საარჩევნო ნომერი უცვლელია,
პოლიტიკური სახეების ნაწილი ახალი - ოპოზიციიდან ყოფილი მმართველი
გუნდი ჩინოვნიკურ კეთილდღეობაზე უარის პირობას იძლევა, ეს იმ
შემთხვევაში თუ ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან,
ხელისუფლებაში დააბრუნებს.
დავით ბაქრაძე
რეკლამიდან: 50 ლარით გაზრდილი პენსია ჩინოვნიკების
ფუფუნების ნაცვლად, ნაცონალური მოძრაობა ახალი ენერგიით საქართველოს
წინსვლისთვის
ნინო ბურჯანაძე:
„საქართველოს უბლოკო
სტატუსი სჭირდება, ჩვენი სამშობლო არ უნდა იყოს არც ერთი სამხედრო
კავშირის წევრი, საქართველოში არ უნდა იყოს არც ერთი უცხო ქვეყნის
ჯარი“.
თადაცვის ყოფლი მინისტრი, ნინო
ბურჯანაძის პოლიტიკური რეკლამის გამო ბრაზობს.
თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში
წერს, რომ რეკლამას პასუხი სჭირდება, ყველასი და ერთიანი.
„ეს უკვე სასაცილო აღარ არის, არც
დასაიგნორირებელი. სირცხვილიც აღარ ქვია, ტყუილიც აღარ არის, პასუხი
ჭირდება. ყველას პასუხი. ერთიანი პასუხი.
1. საქართველოში დღეს დგას უცხო
ქვეყნის ჯარი. აფხაზეთი საქართველოა. იქ რუსული საოკუპაციო ჯარი დგას.
იქ რუსული სამხედრო ბაზაა. ოკუპაცია უნდა დასრულდეს
2. საქართველოს უბლოკო სტატუსი
სჭირდება. უბლოკო სტატუსი არაფერს ნიშნავს, უბრალოდ დემაგოგიაა.
ნეიტრალიტეტს სახელმწიფოები ცალმხრივად ვერ აცხადებენ
ჯარი. დაუბრუნდით პირველ პუნქტს“,-წერს თინა ხიდაშელი.
პირველ პუნქტსა და წლების
განმავლობაში დაფიქსირებულ პირველ ჩვენებას რესპუბლიკურმა პარტიამ არც
ხელისუფლებასთან პოლიტიკური განშორების შემდეგ გადაუხვია. არჩეული
გზის მნიშვნელობას პარტიაში პირველი 23 წამში ატევს.
დავით
უსუფაშვილი:ჩემი სამშობლო საქართველო მხოლოდ თავის
სამშობლოში ევროპაში იქნება წარმატებული და დაცული.
ირაკლი
ალასანია:პენსიონრებს
მივცემთ უფრო ღირსეულ პენსიას და ეს იქნება 300 ლარი, მინიმალური
ხელფასი იქნება 500 ლარი.
ლეიბორისტები:დროა დაიბრუნო ის რაც შენია, გადამწყვეტი
ბრძოლა არის დღეს.
პატრიოტთა
ალიანსი:ხალხს უნდა მეიცეს
საშუალება მოეთხოვოს და გადააყენოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, მერი
თუ გამგებელი.
ეს საარჩევნო იმიჯია, საარჩევნო კალენდარს
მორგებული - ასეთ პოლიტიკოსებს ამომრჩევლები ისევ ვიხილავთ, ისევ
მაშინ ჩვენს ხმების პოლიტიკური ფასი დაედება.