კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თვითმკვლელობა სამტრედიაში

სამტრედიაში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ პოლიციელის მუქარა გახდა. საქმეს  პროკურატურა იძიებს.

 

ტრაგედია, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 8 აგვისტოს მოხდა. გარდაცვლილის დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში პოლიციელს ადანაშაულებს. ამბობს, რომ ინსპექტორ-გამომძიებლი გოდერძი თევზაძე მის შვილს სისტემატიურად სცემდა.

თვითმკვლელობამდე სტურუამ წერილი დაწერა, რომლის მიხედვით-თევზაძე, მას თანასოფლელების დასმენას აიძულებდა და ემუქრებოდა.

მომხდარ ფაქტზე სამტრედიის პოლიციაში კომენტარი არ გააკეთეს. როგორც „მაესტრომ“ გაარკვია, გოდერძი თევზაძემ პირადი განცხადების საფუძველზე პოსტი უკვე დატოვა და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში გადავიდა.

საქმე  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება უკვე დასრულდა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. 
საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყო ომბუდსმენის აპარატმაც.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები