კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ყაზბეგის ქუჩაზე ხეები მოჭრეს

შეეწირა თუ არა ყაზბეგის ქუჩაზე ხეები სამშენებლო პროექტს.

 

მერიის ნებართვით, ყაზბეგის 22-ში 17 ხე მოჭრეს.  სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

დეველოპერული კომპანია თბილისის ცენტრალურ უბანში საცხოვრებელი კომპლექსის აგებას იწყებს. მოსახლეობა მწვანე საფარის განადგურებას აპროტესტებს.

ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს კომპანია „ორბი ჯგუფი“ აწარმოებს. ხეების მოჭრის ნებართვა მერიამ შპს „ფორესტ კომპანის“ დასკვნის საფუძველზე გასცა, რომლის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული და ხანდაზმული ხეებია.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ საღი ხეებიც მოჭრეს. საპროსტესტო აქციაზე  პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები, საბურთალოს გამგებელი და მერიის ეკოლოგიის სამსახურის წარმომადგენლები. იმყოფებოდნენ. აქცია მერიასთან გაგრძელდა. პარტიზანებმა ხეების მოჭრის შეჩერების და ეკოლოგიის სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში განმარტავენ, რომ შპს „ორბი“  65 ხის მოჭრას ითხოვდა. რაც მერიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 23 ძირის სხვა ტერიტორიაზე გადარგვა, ხოლო დარჩენილი დაავადებული ხეების მოჭრის ნებართვა მისცეს.

სულხანიშვილის განმარტებით, მოჭრილ ხეებს შორის, საღი ძირებიც შენიშნეს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება, რომ კომპანიამ საღი ხეებიც მოჭრა, მათ მიმართ მკაცრი სანქციები გატარდება.

კონტაქტი  შპს „ფორესტ კომპანის“ პოზიციით დაინტერესდა. თუმცა, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები