კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
დემურ სტურუას საქმის ახალი დეტალები
რა უთხრა თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დემურ სტურუამ თანასოფლელს.

საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახი იმ პოლიციელის დაკავებას ითხოვს, რომელზეც დემურ სტურუა დატოვებულ წერილში საუბრობდა. პარალელურად კი, მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა მეგობარი, რომელმაც წერილში ნახსენები პოლიციელის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

ოლეგ თავაძემ პოლიციელის მხრიდან 5 წლის განმავლოაბში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ისაუბრა.

კიდევ ერთი აქამდე უცნობი წერილი სტურუების ოჯახში, გარდაცვლილი დემურ სტურუას  ძმა ამბობს, რომ თვითმკვლელობის დღეს, მის ძმას  სახლის ჭიშკართან ვინმე ავთოს ავტორობით წერილი დახვდა.

უცნობი პირი მას  ბათუმის მერიასთან იბარებდა. ნოდარ სტურუა სამტრედიის შემდეგ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში სწორედ ამ წერილის გამო დაკითხეს.

ქუთაისის პროკურატურაში დაიკითხა გარდაცვლილის მეგობარიც. ოლეგ თავაძემ ჩვენება იმ პოლიციელის წინააღმდეგ მისცა, რომელზეც 22 წლის ახალგაზრდა დატოვებულ წერილში საუბრობდა.

თავაძე, დარწმუნებულია, რომ მისი მეგობარი თვითმკვლელობამდე სამტრედიელმა პოლიციელმა მიიყვანა.

დემურ სტურუას მიერ დატოვებულ წერილში ნახსენები სამარათალდამცველის დაკავებას, რამდენიმე  დღეა უშედეგოდ ითხოვს გარდაცვლილის დედა. მოითხოვს დაიკითხოს კიდევ ერთი  -  მეწყვილე  პოლიციელიც.

სამტრედიაში პოლიციელთა მხრიდან მუქარისა და ზეწოლის  ფაქტებზე საუბრობს თეთრი ხამურის მოძრაობაც, ერთ -ერთ არგუმენტად კი ის მოჰყვათ, რომ 7 აგვისტოს მომხდარი თვითმკვლელობა ოთხი დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი.

22 წლის ახალგაზრდა 7 აგვისტოს საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. წერილში, რომელიც ოჯახის მტკიცებით- გარდაცვლილმა თვითმკვლელობამდე დაწერა- ნათქვამია, რომ სამართალდამცველი მუქარით, შანტაჟით და ფიზიკური ძალადობით მისგან მოითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ- ვის ჰქონდა ან ვინ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას სოფელ დაფნარში­, კულასა და საჯავახოში.

შაბათს, თბილისსა და ბათუმიდან მოქალქეები სამტრედიაში სტურუას თვითმკვლელობის,  სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ფაქტებისა და  რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად  ჩავლენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები