თავდაცვის მინიტრი გონიოში
გაემგზავრა. ლევან იზორია დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო ოპერაციას
ადგილზე აკვირდება.
აჭარაში იმყოფება საქართველოს
უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.
სამხედროები გუშინ,დღის პირველ
ნახევარში გაუჩინარდნენ. ძიების პროცესში თურქეთის სანაპირო დაცვის
სამსახურიც ჩაერთო.
მობილიზებულია სამხედრო პოლიციისა
და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობაც.
ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ
სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, გიორგი
ნანეტაშვილმა და იაგო შარაძემ, შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო
სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ,
ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მათი
გაუჩინარებისთანავე დაიწყო
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში
ქართველებთან ერთად აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალები და
თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახური ერთად მონაწილეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით მიმდინარეობს. რაც ორი ან მეტი
პირის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.