„ეროვნულმა ფორუმმა“, სარჩევნო
პროგრამა წარმოადგინა. დასახელდა პარტიის მაჟორატორი დეპუტატობის
კანდიდატების ნაწილიც.
ფსონი უკვე დადებულია - ჭიათურის მანდატისთვის
ანი მიროტაძე იბრძოლებს. ამ რინგზე მერვე მოწვევის პარლამენტის
დეპუტატს, „ოცნების“ მოქმედი გამგებლის დამარცხება
მოუწევს.
გორის საარჩევნო ოლქში „ფორუმმა“
სოსო ვახტანგაშვილი, ვაკეში გიორგი ხეჩინაშვილი, საბურთალოზე კი რეზო
შავიშვილი დაასახელა.
ნაძალადევის მანდატისთვის
ბრძოლაში თემურ მაისურაძე ჩაერთვება. ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი
მინისტრი, ძალებს გლდანში მოსინჯავს. დავით დარახველიძე 2012 წელს,
ამბროლაურში დამარცხდა, მაგრამ თბილისში გამარჯვებაში
დარწმუნებულია.
საარჩევნო ბრძოლაში სანიკიძის
ადგილი და როლი ჯერ ისევ გაურკვეველია. თუმცა ქუთაისში ფორუმი მის
კანდიდატურას აღარ დააყენებს. თავად მაჟორიტარი ამბობს, რომ თავი
ამოწურა.
მაჟორიტარობის კანდიდატებთან
ერთად „ეროვნულმა ფორუმმა“ დღეს, წინასაარჩევნო პროგრამაც
წარმოადგინა. დოკუმენტი 7 ბლოკისგან შედგება. პრიორიტეტები მკაცრად
არის განსაზღვრული. მათ შორის არის ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური
განვითარება, განათლება და ჯანდაცვა.
‘ეროვნული ფორუმი“ საარჩევნო
კანდიდატებს ეტაპობრივად დაასახელებს. შემდეგი ექვსეული პარასკეს
გასაჯაროვდება. ამავე ღონისძიებაზე გახდება ცნობილი პარტიის
წინასაარჩევნო სლოგანიც.