ირაკლი ბერაიამ გოდერძი ბუკია
ჩაანაცვლა.
ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი,
ხობს საკანონმდებლო ორგანოში - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პარტიის
სახელით წარმოადგენდა. თუმცა, ამ ეტაპზე ბუკიამ პოლიტიკიდან წასვლის
გადაწყვეტილება მიიღო.
გოდერძი ბუკიამ
გადაწყვეტილების მიზეზად ბიზნეს სექტორში დაბრუნების სურვილი და
სამომავლო პერსპექტივები დაასახელა. უკვე ყოფილი კანდიდატი ამბობს,
რომ ბოლო ერთ თვეში მას ბიზნეს სფეროში წარმატების მიღწევის შანსი
გაუჩნდა და პოლიტიკურ საქმიანობაზე უარი ასაკის გამოც
თქვა.
1995, 2004, 2008 და 2012 წლებში
არჩეული პარლამენტის მუდმივი წევრი ხობის 64-ე მაჟორიტარულ ოლქს
წარმოადგენდა.
2012 წელს, არჩევნებში
მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის სახელით მიიღო. თუმცა პარტია
მალევე დატოვა და პარლამენტში მუშაობა უპარტიო დეპუტატის სტატუსით
განაგრძო.
მისი კანდიდატურის მოხსნას გუნდში მშვიდად შეხვდენ და დღეს ხობს უკვე
ახალი კანდიდატი ჰყავს.
8 ოქტომბერს, ხობში “ქართული
ოცნების” სახელით ხმების მოპოვებას ირაკლი ბერაია შეეცდება. გოდერძი
ბუკია კი პარლამენტში მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას ბიზნეს
სქეტორში გამოიყენებს.