მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებას აანონსებს. დისტანციურად, თითქმის მთელი საქართველო
მოიარა და უარავი დაპირება გასცა.
შეცდომების გამოსწორების პირობაც
დადო, თუმცა არაფერი უთქვამს, ძალადობის ცალკეულ
ეპიზოდებზე, რომელთა დიდ ნაწილს, მის მმართველობას
უკავშირებენ.
სხვა ქვეყნის გუბერნატორის
ქართული პოლიტ-გეგმა რიგი არასამთავრობოების კრიტიკის მიზეზი გახდა,
თუმცა სააკაშვილი ე.წ. საარჩევნო "სკაიპმარათონს" ისევ
აგრძელებს.
სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე
თუ შეიხედავთ, მხოლოდ რამდენიმე აქტივობით თუ მიხვდებით, რომ ის
უკრაინაშია და ოდესის გუბერნატორია. მისი ყურადღება ძირითადად
საქართველოსკენ არის მომართული და აქ მიმდინარე პროცესების ანალიზით
და შეფასებებით არის დაკავებული.
მიხეილ სააკაშვილი, თავადაც
აქტიურად მიმართავს ქართველ ამომრჩეველს და “ნაციონალური
მოძრაობის”მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და
ამჟამად ოდესის გუბერნატორი, საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრების
პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გამართვას და სხვა მრავალ
სიკეთეს ჰპირდება. ეს იმ შემთხვევაში თუ “ნაციონალური მოძრაობა”
გაიმარჯვებს.
მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ
დისტანციური საარჩევნონო კამპანიის შემდეგ, ანუ 8 ოქტომბრის
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალე - მას საქართველოში
დაბრუნების და დაპირებების შესრულების საშუალება ექნება.