კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის შედეგები
17 ათასი პედაგოგიდან საგნობრივი გამოცდა დაახლოებით 4000 -მდე მასწავლებელმა  ჩააბარა.

ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა. ექსპერტები შედეგებს საგანგაშოს უწოდებენ.სისტემურ პრობლემაზე საუბრობს განათლების მინიტრი.
საგნობრივი გამოცდა  ბევრი პედაგოგისთვის ჯერ ისევ დაუძლეველი აღმოჩნდა. 2016 წლის ივლისში ჩატარებულ გამოცდაზე 17 137 აპლიკანტი გავიდა, გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3464-მ ჩააბარა- რაც საერთო რაოდენობის 20 %-ია.

საგნების მიხედვით შედეგები ასე გადანაწილდა:

ქართულ  ენასა და ლიტერატურაში  (VII-XII კლასი) –  836 – პედაგოგიდან  ზღვარი წარმატებით  376-მ გადალახა.

მათემატიკის  (VII-XII კლასი) 971 პედაგოგიდან ,  ზღვარის წარმატებით  გადალახვა 383-მა შეძლო.

ინგლისური ენის გამოცდაზე ( I-XII კლასი) –1278 პედაგოგი გავიდა,  ზღვარი კი,  471-მა გადალახა.

გეოგრაფიის (VII-XII კლასი)  გამოცდაზე გასული 602 პედაგოგიდან,  ზღვარი წარმატებით  187-მა დასძლია. ფიზიკის გამოცდაში მონაწილეობა  (VII-XII კლასი)  368 მასწავლებელმა მიიღო,  ბარიერი კი,  21-მა გადალახა.

ქიმიაში  (VII-XII კლასი) – გამოცდაზე გასული  372 პედაგოგიდან, მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა  20-მა შეძლო.

მონაცემების მიხედვით, ყველაზე ცუდი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს აქვთ. 3024 მოქმედი და მსურველი პედაგოგიდან გამოცდა 31-მა ჩააბარა .

ტესტები, რომლებიც პედაგოგთა დაახლოებით 80% ისთვის რთული აღმოჩნდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეადგინა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები