ცვლილებები იყო "პატრიოტთა ალიანსის" აჭარის
ორგანიზაციაში.
მოძრაობა 15-მდე წევრმა დატოვა,
მათ შორის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც იყვნენ. ყოფილი
თანაგუნდელები გადაწყვეტილების მიზეზად "პატრიოტთა ალიანსის"
ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობას ასახელებდნენ.
ცვლილებების კუთხით,
წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ პაატა ბურჭულაძის
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერობს. ბლოკის შექმნის შემდეგ და
მანამდეც, პარტიას წევრები აქტიურად ტოვებდნენ. ფოთში მოძრაობა
"სახელმწიფო ხალხისთვის" აღმასრულებელმა მდივანმა და 30-მდე წევრმა
დატოვა. ისინი მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩის", "ახალი
მემარჯვენეებისა" და "ახალი საქართველოს" ერთ საარჩევნო პლატფორმაში
გაერთიანებას აპროტესტებდნენ. პაატა ბურჭულაძის პარტიას ვაზისუბანში
მაჟორიტარობის კანდიდატი და ბორჯომის დამკვირვებელთა კოორდინატორიც
გაემიჯნა.
მსოფლიო ბანს, ჟურნალისტი მერაბ
მეტრეველიც გამოემშვიდობა. პოლიტიკური მიგრაციით გამორჩეული
„თავისუფალი დემოკრატებიც“ აღმოჩნდნენ. პარტიის აბაშის რაიონული
ორგანიზაციის 5 წევრი, მათ შორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქართულ
ოცნებას შეუერთდა. „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები დატოვეს ვანშიც.
გორის ინციდენტი ბოლო დროს, „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული აღმოჩნდა.
გორში ჯერ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი პარტიას გამოემშვიდობა, მოგვიანებით კი ”თავისუფალი
დემოკრატების” საარჩევნო შტაბის უფროსმა და საკრებულოს წევრმა
”თავისუფალი დემოკრატების” რიგები დატოვა და ”ქართულ ოცნებას”
შეუერთდა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა
მატულობს, ჯერ-ჯერობით კითხვაზე პასუხი უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში
პოლიტიკურ მიგრაციას უცნობია.