ქალაქი ტროტუარის გარეშე. უამრავი კვლევის და პროტესტის მიუხედავად,
თბილისის ქუჩებში გადადგილება მაინც პრობლემაა.
თუ შესაბამისი სამსახური დროულ რეაგირებას არ მოახდენს-
საავტომობილო გზებით მოგვიწევს სარგებლობა.
დედაქალაქის ტროტუარების გარეშე დარჩენის მიზეზი ხშირად არასწორი
პარკირება, სამშენებლო სამუშაოები და ტროტუარის ხარჯზე გაფართოებული
კომერციული ობიექტებია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პროექტების მენჯერი,
ერეკლე ურუშაძე თვლის, რომ ბილიკების მოწესრიგება ქალაქში ეკოლოგიურ
მდგომარეობასაც გამოასწორებს, შექმნილი სიტუაცია კი თბილისის მერიის
უმოქმედობის შედეგია.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ
საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე
ათეულობით პარკინგის გაუქმების ხარჯზე საფეხმავლო ბილიკებია
შექმნილი.
ქვეითად მოსიარულე თბილისელები თვლიან, რომ მათი მოქალაქეობრივი
უფლებები ირღვევა და მერიას მეტი აქტიურობისს მოუწოდებენ რათა უახლოეს
მომავალში ტროტუარის ნაცვლად საავტომობილი გზაზე არ მოგვიხდეს
მოძრაობა .