დემურ სტურუას ოჯახს, ბრალდებული
პოლიციელის ოჯახი უჩივის.
გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლა
სამართალდამცავებმა გუშინ დაკითხეს, როგორც თავად ყვება შეკითხვები
თევზაძეების სახლში მის გამოჩენას შეეხებოდა, რის გამოც ოჯახმა
პროკურატურაში უჩივლა. "მაესტროს" არაერთი მცდელობის მიუხედავად
თევზაძის ოჯახის წევრებთან დაკავშირება ისევ შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ გოდერძი თევზაძის
ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
სტურუების წინააღმდეგ აღძრულ
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში არ საუბრობენ.
მიმალვაში მყოფი პოლიციელი კი მეორე დღეა ოფიციალურ ძებნაშია. მას
შემდეგ რაც გოდერძი თევზაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების
ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბრალი
წაუყენეს, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად წაუყენა,
სტურუების ოჯახი კიდევ ერთელ იმეორებს, რომ თევზაძე გამოძიებასთან
თანამშრომლობას არ აპირებს და მას სამართალდამცავების ნაწილი ხელს
აფარებს.
გოდერძი თევზაძის ახლობლები
მედიასთან კონტაქტს ერიდებიან, მათ პოზიციას, ადვოკატი აჟღერებს.
გარდაცვლილის დედა პროკურატურას ბრალდებულის დასაკავებლად კონკრეტულ
დროს აძლევს და შიმშილობას აანონსებს.