ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე
ისევ ბუნდოვანია.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა ამ
დრომდე არ იციან რეალურად რატომ დასჭირდა საქართველოს მაშინდელ
ხელისუფლებას სპეციალური დანიშნულების რაზმის ხეობაში
შეყვანა. ასევე
გადაამეტეს თუ არა სპეცოპერაციის დროს სამართალდაცველებმა
უფლებამოსილებას.
პანკისში დარწმუნებულები არიან,
რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა ლაფანყურის სპეცოპერაციის
საქმის ძიება დაასრულა, თუმცა შედეგებს მალავს.
ბოლო ერთი წელია ხეობაში არცერთი
უწყების წარმომადგენელი არ გამოჩენილა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრების
ტრადიციების წინააღმდეგ წავიდნენ და გვამების ექსგუმაციას
დათანხმდენენ, თუმცა დასკვნა მათთვის არავის
გაუცნია.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრები
მთავარ პროკურორთან და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას
ითხოვენ. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ლაფანყურის საქმის ძიება
სწორი მიმართულებით არ მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფთხოების
სამსახურში კი სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვეს და ზეპირად
განმარტეს, რომ ძიება გრძელდება.
ქვეყნის პირველი პირების არაერთი
დაპირების მიუხედავად ლაფანყურის საქმე ისევ ბუდნოვანია. ნაციონალური
ხელისუფლების დროს ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები მომდევნო
ხელისუფლების დროსაც ვერ დაზუსტდა.
იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი
უწყების წარმომადგენლები უახლოეს ხანში პანკისში გარცდაცვლილთა
ოჯახსებს არ შეხვდებიან, ხეობაში რადიკალური ზომებით იმუქრებიან.
ამბობენ, რომ დამნაშავეებს თავად დაასახელებენ და ტრადიციული წესით
გააასამართლებენ.