არის თუ არა განათლება პოლიტიკური
პარტიებისთვის პრიორიტეტული
და აქვთ თუ არა გრძელვადიანი სტრატეგია
შემუშავებული? ექსპერტების განმარტებით პოლიტიკური სუბიექტები
ჯერჯერობით მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლებიან.
გრძელვადიან პერსპექტივაში
განათლება პოპულარული არ არის, ამიტომ პოლიტიკური პარტიები გათვლას
სოციალურ თემატიკაზე აკეთებენ, აცხადებს პიარის კონსულტანტი
სოსო გალუმაშვილი.
პოლიტიკური სუბიექტების
პრიორიტეტებში განათლება კვლავ ვერ მოხვდა. საარჩევნო პროგრამებში
წინა პლანზე ისევ ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების
მოგვარება დგას.
პოლიტიკური სუბიექტები არ
მალავენ, რომ წინა პლანზე სოციალური პრობლემები დგას. თუმცა,
განმარტება, რომ განათლება საარჩევნო პროგრამების ათეულში შედის და
პრიორიტეტულიც არის.
ექსპერტების განმარტებით, კი,
ქვეყნის განვითარება განათლების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად,
პოლიტიკურმა პარტიებმა ლოზუნგების ნაცვლად ამომრჩეველს გრძელვადიანი
და კონკრეტული ხედვა უნდა შესთავაზონ. რაც ამ ეტაპზე არც ერთს
გააჩნია.