"სამოქალაქო ომში გახვეული ქვეყნიდან
ევროპულ სახელმწიფომდე"
- გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში
გამოსვლა საქართველოს განვლილი გზის გახსენებით დაიწყო. პრემიერმა
საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნის მთავარი მიღწევები გააცნო.
მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების თავისუფლება, კანონის უზენაესობა და თავისუფალი ბაზარი.
კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო კურსი
უცვლელია - საქართველო ნატოს სტრატეგიული პარტნიორი და
ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა.
„მე ვამაყობ, რომ გამოვდივარ
საქართველოს სახელით დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზეა
და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების
ცენტრში იმყოფება.ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და
ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების,
მრწამსისა და კულტურის პატივისცემას.ჩვენ იმედით შევყურებთ გაერო-სთან
შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო
ხედვას“,-განაცხადა პრემიერმა გაეროში სიტყვით
გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა წინა
ხელისუფლებისგან დატოვებულ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზეც ისაუბრა. 2012
წლის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება
გაუმჯობესდა. წერტილი დაესვა თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.
თვალსაჩინოებისთვის პრემიერმა მსოფლიო სტატისტიკაც გაიხსენა -
კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო 29-ე ადგილზეა.
„მდგრადი განვითარება შეუძლებელია
ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და
ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების
გარეშე.ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის
განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის,
პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა
პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა“,-აღნიშნა პრემიერმა
მიღწევების პარალელურად,
პრემიერმა სამომავლო გეგმებზც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში
ორი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდება.
პრემიერის გამოსვლის ერთ-ერთი
მთავარი ნაწილი მოახლოებულ არჩევნებს ეხებოდა. კვირიკაშვილის
შეფასებით,მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია მოწმობს, რომ ქვეყანა
დემოკრატიულად ვითარდება. პროცესი კი 8 ოქტომბერს, ქართველი ხალხის
გამარჯვებით დასრულდება.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ,
სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა
მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი
და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და
ინსტიტუციური ბაზით.8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი
დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგარდ განვითარებას
უზრუნველყოფს“,-განაცხადა პრემიერმა.