შეერთებულ შტატებში პირველი
საპრეზიდენტო დებატები რამდენიმე საათია რაც დასრულდა.
ისტორიულ მოვლენას 100 მილიონი
მაყურებელი ადევნებდა თვალს. სამუშაო ადგილების შექმნა, შიდა და
საერთაშორისო ტერორიზმი, საშუალო კლასის წახალისება და გადასახადების
გაზრდა - ჰილარი კლინტონმა და დონალდ ტრამპმა ძირითადი აქცენტები ამ
თემებზე გააკეთეს. დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა დებატებში
კუთვნილი დრო კიბერ უსაფრთხოების საკითხზე საუბარს დაუთმო და რუსეთს
ამერიკის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში ღიად დასდო
ბრალი. დონალდ ტრამპმა კი დემოკრატები საერთაშორისო ტერორიზმისთვის
ხელსაყრელი პირობების შექმნაში დაადანაშაულა. რესპუბლიკური პარტიის
პრეზიდენტობის კანდიდატმა თეთრი სახლი ირანთან თანამშრომლობისთვისაც
გააკრიტიკა.
დებატებს თვალყურს მთელ მსოფლიოში
მთ შორის საქართველოშიც ადევნებენ - რომელი საპრეზიდენტიო კანდიდატის
გეგმები მოდის ვაშინგტონის პარტნიორ ოფიციალური თბილისის
სტრატეგიასთან - შესაბამისობაში ქართველ პოლიტიკოსთა
შეფასებებით .