გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ატომური ენერგიის საერთაშორისო
სააგენტოს გარანტიების დეპარტამენტის დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ
აზიაში ჰაროლდო ბაროზო იუნიორს შეხვდა.
მინისტრმა სტუმარს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს
რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო, რის
შედეგად ახალი მარეგულირებელი ორგანო - ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს დაქვემდებარებაშია საცავი
სადაც საქართველოში არსებული ბირთვული მასალის უმეტესი რაოდენობა
ინახება. ამ ობიექტების გადასვლა სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს ბირთვული მასალის აღრიცხვიანობასა და კონტროლის
საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა გარანტიების დეპარტამენტისა და
სამინისტროს მომავალ ურთიერთობებსა და იმ პრობლემებზე იმსჯელეს,
რომელიც კიდევ არსებობს გარანტიების შეთანხმების მოთხოვნების სრული
იმპლემენტაციისთვის.