ექსპრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი
"ნაციონალური
მოძრაობის"
მიერ
მეორე
ტურში
მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე პოზიცია შეცვლილ განცხადებას
ავრცელებს. "მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას
და კანდიდატს, მიუხედავად მასშტაბური გაყალბებისა, არ გაუქრა სურვილი
მეორე ტურში მონაწილეობის. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა,
ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად
გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად
უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია მის
უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა
დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად
შევხვდეთ ამ ხრიკებს, შესაბამისად, უფრო გავუძნელოთ ივანიშვილს მათი
კიდევ ერთხელ გამოყენება.", - წერს ექსპრეზიდენტი "ფეისბუქის" პირად
გვერდზე.