კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
ამერიკის  შეერთებული  შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს რომ  ეს არჩევნები ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია. “აშშ ულოცავს საქართველოს მოსახლეობას 8 ოქტომბერს კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნების ჩატარებას, რომელმაც, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეფასებით, ძირითადი ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით  ჩაიარა.  აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ ჩაიარა წესრიგის დაცვით, თუმცა ვწუხვართ, რომ დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და ადგილი ჰქონდა რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს საარჩევნო უბნებზე. მკაცრად ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ამ ცალკეულ შემთხვევებს და მოვუწოდებთ, რომ ჩატარდეს ყველა ინციდენტის დეტალური და დაბალანსებული გამოძიება კანონის უზენაესობის დაცვით. ეს არჩევნები არის პირველი ნაბიჯი პროცესისა, რომელიც მოიცავს ხმის მიცემის მეორე ტურს და ჩვენ მოვუწოდებ ყველა პარტიას და მათ მხარდამჭერს არჩევნებამდე პერიოდი მშვიდად და წყნარად გაიარონ. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კითხვები პროცესთან ან შედეგებთან დაკავშირებით, მოახდინოს რეაგირება მშვიდობიანი გზითა და საქართველოს კანონის შესაბამისად - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
    Print E-mail
    FaceBook Twitter Google
    ახალი ამბები