სიახლეები
ახალი პროფესია და დასაქმების პერსპექტივა
ახალი პროფესია და დასაქმების
პერსპექტივა.
პირები , რომლებსაც ახალი, შრომით
ბაზარზე კონკურენტული პროფესიის შეძენა სურთ ავჭალაში მდებარე
„ხელოსანთა ქალაქში“ ავეჯის კონსტრუქტორის პროფესიას ეუფლებიან.
სოციალური მომსახურების სააგენტო პროფესიულ კოლეჯ „სპექტრთან“ ერთად
მომზადება გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლებს ახალ
შესაძლებლობებს სთავაზობს. ხელოსანთა ქალაქში მდებარე 200-მდე ავეჯის
საწარმოში მომზადება -გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე 48 პირი
სწავლობს ავეჯის კონსტრუქტორისა და დურგლის პროფესიას. მათგან ყველაზე
წარმატებულები ადგილზევე დასაქმდებიან საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით.
საწარმოს თავისი სასწავლო ცენტრიც აქვს, სადაც გადამზადების
მსურველები პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად თეორიულ ცოდნასაც იღებენ.
ხელოსანთა ქალაქში დღს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სოციალური
მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე იმყოფებოდა და
გადამზადების პროცესს და სამუშაო გარემოს უშუალოდ გაეცნო.
გადამზადების პროგრამაში დასაქმების მსურველები შრომის ბაზრის
საინფორმაციო სისტემა „ვორქნეტ გოვ ჯის“ დახმარებით ერთვებიან