კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პრემიერის ინიციატივა - შეფასებები
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს

ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, ეს განცხადება დღეს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი განმარტებით,  კიდევ ერთხელ, ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, მანანა კობახიძე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო  უმრავლესობის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

კობახიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლის დაბნევას ცდილობს და ამ მიზნით  ხელოვნურად ქმნის  აჟიოტაჟის  არჩევნების მეორე ტურისთვის.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები