საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე გახდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის
დღევანდელ სხდომაზე თავაძეს პლენუმის რვა წევრიდან მხარი ხუთმა
დაუჭირა, ხოლო ირინა იმერლიშვილმა სამი მოსამართლის ხმა
მიიღო.
თავმჯდომარის არჩევის საკითხზე
კენჭისყრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ირინა იმერლიშვილისა
და ზაზა თავაძის კანდიდატურები განიხილებოდა.
ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად
2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და
მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008
წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო
უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას
იკავებდა.
2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და
განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად
მუშაობდა.