სამთავრობო ცვილებებზე მუშაობა
დაწყებულია.
მინისტრთა კაბინეტის საშემოდგომო
სეზონი გავრცელებული ინფორმაციით ასე გამოიყურება.
თანადებობას ტოვებს ფინანსთა
მინიტრი ნოდარ ხადურ, მას პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
შეცვლის.
ეკონომიკსა და მდგრადი
განვითარების მინიტრად გიორგი გახარიას კანდიდატურა
განიხილება.
სავარაუდოდ პოსტს დატოვებს შს
მინიტრი გიორგი მღებრიშვილი, მის შემცვლელად თავდაცვის მინიტრი ლევან
იზორია მოიაზრება.
ცვილებებს პროგნოზირებენ სოფლის
მეურნეობის სამინიტროში მაესტროს წყაროს ინფორმაციით, ლევან
დავითაშვილის სოფის მეურნეობის ყოფილი მინიტრი, დავით კირვალიძე
შეცვლის.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის
მეორე ნომერი კახი კალაძე კი კვლავ ენერგეტიკის სამინიტროს
ჩაიბარებს.
ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია
ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას აღნიშნა,
რომ მთავრობაში და, მათ შორის ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები
მოსალოდნელია.
არ არის გამორიცხული აღმასრულებელ
ხელისუფლებაში მესამე სექტორის წარმოადგენლებიც ვიხილოთ, განიხილება
ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას კანდიდატურები. მმართველ გუნდში ამ
თემაზე საუბარი არ სურთ, ანალიტიკოსები კი კონკრეტულ სახელებსა და
გვარებს კონკრეტულ პოსტებზე განიხილავენ.