გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრი პროექტის
“გარემოსდაცვითი მონიტორინგის
გაუმჯობესება შავ ზღვაში“ წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის
მონიტორინგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაში
განხორციელებული კვლევების შედეგები განიხილეს და მონიტორინგის
გაუმჯობესების საკიხებზე იმსჯელეს. გიგლა აგულაშვილმა გარემოს
ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის
სამსახურის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სააგენტოს ღვაწლმოსილ
მეცნიერებს ჯილდოები გადასცა და შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე
მიულოცა. 14
გაეროს უშიშროების საბჭომ ქიმიური
იარაღის გამოყენების ფაქტზე დამატებით 18 დღიანი საგამოძიებო ვადა
განსაზღვრა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გამოძიებამ სირიაში
ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი უნდა დაამტკიცოს. გამოძიებას
ეწინააღმდეგებოდა რუსეთი. უახლოეს ხანებში უშიშროების საბჭო ახალი
რეზოლუციის პროექტზე მუშაობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ქიმიური
იარაღის გამოყენების საქმეზე დამნაშავეების პასუხისმგებლობას
გულისხმობს.