,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრმა” ,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრმა” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია რიგი საკანონმდებლო რეგულაციების
არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ
მოქმედი კანონმდებლობა კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ
ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება ,,ადამიანის უფლებათა სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრში” აცხადებენ, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის
არ მქონე პირები საარსებო შემწეობას ვერ იღებენ, რადგან მათ
სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირების უფლება არ აქვთ.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უსახლკაროებს სახელმწიფოს მხრიდან
ბენეფიტების მიღების უფლება ეზღუდებათ, რაც კანონმდებლობაში არსებული
ხარვეზების შედეგია.